01.თებერვალი .2017 15:05

"სტარტაპ საქართველო" კონკურსანტებს ელოდება

1466
უკან

„სტარტაპ საქართველო" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტების აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტარტაპ საქართველოს ოფიციალურ ვებ გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ. ინოვაციური კომპონენტის 9 გამარჯვებული დეკემბრის ბოლოს გამოავლინდა, პირველ ტურში კი 36-მა აპლიკანტმა გაიმარჯვა. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს" 65 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულთა შორის მოხვედრის მსურველებისთვის კი პროგრამა განაცხადებების მიღებას მთელი წელი გააგრძელებს.