მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტერაბანკის" მხარდაჭერით “ავეჯის აკადემიამ” საწარმო გადააიარაღა

BM.GE
08.12.22 10:40
218
ტერაბანკის ბიზნეს ისტორიის ფარგლებში საკმაოდ გამოცდილი, 18 წლიანი ისტორიის მქონე, კომპანია შევარჩიეთ. საუბარია “ავეჯის აკადემიაზე”, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ყველა სახის და სეგმენტის ავეჯს სთავაზობს. კომპანია 30-ზე მეტ ობიექტს ამარაგებს და საკუთარ მაღაზიებსაც ფლობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ავეჯის აკადემიის საწარმოს ესტუმრა, რომელიც ტერაბანკის და სახელმწიფო სააგენტო “აწარმოე საქართველოში” დახმარებით სრულიად ახალი, თანამედროვე მანქანა-დანადგარებით გადაიარაღდა და სესხის პროცენტის სუბსიდირება მიიღო. ტერაბანკის მხრიდან საწარმოში 600 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომლის 70% სწორედ დანადგარების შესყიდვას მოხმარდა, დანარჩენი თანხით კი ავეჯის აკადემიამ საჭირო ნედლეული შეიძინა.

დავით ტურძილაძე - “ავეჯის აკადემიის” დამფუძნებელი