მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი აქტივების მართვამ" პირველი საინვესტიციო ფონდის ტრანზაქცია დახურა

BM.GE
09.06.22 09:03
333
თიბისი ჯგუფის ეკოსისტემას ახალი შვილობილი კომპანია დაემატა. “თიბისი - აქტივების მართვა” - აქტივების მართვის ერთერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა ლიცენზირებული და რეგულირებადი. ამ ეტაპზე, ის მართავს ფონდს - დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, მაისში ფონდის პირველი, 5 აშშ მილიონ დოლარიანი ტრანზაქცია დაიხურა. თანხის მოზიდვა მოხდა 17 ინვესტორისგან, საიდანაც 88% ფიზიკური პირია, 70% კი - უცხოელი ინვესტორი. პირველი ტრანზაქციის დახურვის პარალელურად, ფონდი გეგმავს, პერიოდულად გამოაცხადოს თანხის მოზიდვის შემდგომი რაუნდები, რაც სამომავლოდ ფონდის ზომის ზრდას განაპირობებს. საინვესტიციო ფონდში ინვესტირება ქართულ ბაზარზე შედარებითი სიახლეა, თუმცა ინვესტორებისთვის დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელში ინვესტირება 2 მიზეზით გახდა მიმზიდველი: ფონდისგან პოტენციურად მისაღები შემოსავალი აჭარბებს ქართული კომერციული ბანკების შემოთავაზებულ სადეპოზიტო სარგებელს, ასევე უზრუნველყოფილ სასესხო პორტფელში მონაწილეობა შედარებით ნაკლებრისკიანია, რადგან რისკი დივერსიფიცირებულია როგორც სექტორებს, ასევე კომპანიებს შორის. დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის გარდა, აქტივების მართვის კომპანია მომავალში დამატებით სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.