22.თებერვალი .2021 23:10

"ვარდების რევოლუციის" შედეგად ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა

უკან

ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოცნებამ „უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მძიმე მემკვიდრეობა ჩაიბარა, რომელიც ერთი ხელის მოსმით ვერ შეიცვლებოდა. “თანდათან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკის გაჯანსაღების, ჯანდაცვის სისტემის, სოციალური თანასწორობის მიმართულებით, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ: 2014-2015 წლებში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ეკონომიკა, შესაბამისად, 4.4% და 3%-ით გაიზარდა. მოსწონს თუ არა კერძო სექტორს პრემიერ - მინისტრის ეკონომიკური ხედვა და როგორ აფასებენ ეკონომისტები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს?