მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიქტორია სექიურითი" - BAG-ის ახალი წევრი

BM.GE
09.06.22 10:33
907
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კიდევ ერთი კომპანია შეემატა. ვიქტორია სექიურითი, რომელსაც დაცვა-უსაფრთხოების მომსახურეობის გაწევის თითქმის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხი, პირველი და ერთადერთი ბიზნეს ოპერატორია საქართველოში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 უსაფრთხოების კომპლექსურ სერთიფიკატს. კომპანია შ.პ.ს. „ვიქტორია სექიურითი“ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს, თანამედროვე დაცვითი ელექტრონული სიგნალიზაციის, ვიდეო-სამეთვალყურეო, დაშვების კონტროლისა და ხანძარმაქრი სისტემების საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოებს, მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფების მეშვეობით. 

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი გუგეშაშვილი - "ვიქტორია სექიურითი", გენერალური დირექტორი;
ნიკა გუგეშაშვილი - "ვიქტორია სექიურითი", მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.