მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტი: რუსების ჰაბი ევროპაში? - რისკები

BM.GE
02.06.23 11:18
263
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს სამოქალაქო ავიაციისგან ქვეყანაში ფრენების ნებართვა მიიღო. შესაბამისად, Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას უკვე ივნისიდან უნდა დაიწყოს. ქართული უწყების ცნობით, ყველა მიმართულებით ოთხი ფრენა კვირაში სამჯერ ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით შესრულდება. 

საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარე დიმიტრი გორინი Forbes-ის რუსულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქუთაისში რეისები სწორედ იმიტომაა საინტერესო, რომ იქიდან რეისებს ევროპული ლოუკოსტერები ახორციელებენ – მათ შორის, ისეთი ავიაკომპანია, როგორიცაა Wizz Air–ი, რომელიც ევროპაში ვარშავის, ლარნაკას, ბარსელონას, რომის, პარიზის და სხვა ქალაქების მიმართულებით დაფრინავს. 

ფორბსის რუსული რედაქციის მიხედვით, ქუთაისიდან ფრენების გამო, საქართველო შეძლებს რუსი ტურისტებისთვის კონკურენცია სტამბულს და ერევანს გაუწიოს. ამის ძირითად მიზეზად კი – ზოგიერთი მიმართულების შედარებით სიიაფე და ფრენებისთვის საჭირო ნაკლები დრო სახელდება.

სტუმარი: გიორგი მოლოდინაშვილი - საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;