მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით კონკურსი „KIU PHOTO CONTEST“ დაიწყო

BM.GE
19.11.20 10:16
665
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით „KIU PHOTO CONTEST“ დაიწყო , რომლის მიზანიც საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარება და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა. წელს სტარტია და პირველი კონკურსის თემაა „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა სრულწლოვანდ 30 წლამდე მათი ნამშევრები კი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მეირ შეფასდება. კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალია და გამარჯვებულების ვინაობას სხვადასხვა კატეგორიებში გაზაფხულზე გავიგებთ. რა ფასდება და როგორ დაფასდება ნამუშევრები?

სტუმარი: ნათელა გრიგალაშვილი - ფოტოგრაფი, პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი