მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ფულად საჯარო განხილვასთან ერთად, სოციალური დახმარება იღებდნენ

BM.GE
11.04.22 23:38
500
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-20 წლების საქმიანობის საკმაოდ ხმაურიანი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, როგორ იღებდნენ მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები ხელფასთან ერთად, ფულად ჯილდოს და არც მეტი არც ნაკლები - სოციალურ დახმარებას. როგორ ასხამდნენ თანამდებობის პირები ავტომობილებში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს და როგორ არაეფექტიანად გაიხარჯა უმოქმედო კომპანიის თანამშრომლების ხელფასებზე საკმაოდ დიდი თანხები.