მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტი- რისკები და საფრთხეები

BM.GE
13.09.19 23:49
864
ამ კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააცოცხლეს ქვეშეთი-კობის პროექტს ეხება. ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული ძეგლების დაცვის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ტურისტულმა კომპანიებმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის რისკებისა და საფრთხეების შესახებ წერენ. მიმართვის ადრესატები ასევე არიან აზიის განვითარების ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტები.

ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს მათ შორის შეისწავლონ და განხილვისთვის წარმოადგინონ პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის გათვალისწინებით.

სტუმარი: ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე