მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა ტურებკულოზის პროგრამის აუდიტმა? - გიორგი კაპანაძე საქმიან დილაში

BM.GE
16.02.21 09:38
638
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქვეყანაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც2016-დან 2019 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და რომელშიც უწყება რამდენიმე მიმართულებით ამახვილებს ყურადღებას და რეკომენდაციებს გასცემს. მათ შორის აღნიშნულია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების ადრეული აღმოჩენა და მკურნალობაში ჩართვა დაავადების გავრცელების რისკის შემცირების აუცილებელი წინაპირობაა. დასკვნაში წერია, რომ საქართველოში ეპიდზედამხედველობის მექანიზმის აღსრულება გამართულად არ ფუნქციონირებს. ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება. იქვე მითითებულია რომ განსხვავებულია ეპიდემიოლოგების პროდუქტიულობა რეგიონების მიხედვით, რაც დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორია ეპიდზედამხედველობის მექანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. საქართველოში ტუბერკულიოზის შემთხვევები ბოლო 10 წლის განმავლობაში დაავადების გავრცელება 2-ჯერ შემცირდა, თუმცა აუდიტის სამსახური აღნიშნავს რომ ეს საკმარისი და კარგი მაჩვენებელი არ არის, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით შემთხვევათა რიცხვი მაინც მაღალი რჩება. 

სტუმარი: გიორგი კაპანაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი