მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ამყარებს ლარს ?

BM.GE
04.02.22 18:45
573
დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო. კურსი 2.99-ზე გაიხსნა და ბოლო რამდენიმე საათში ის 2.5 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ამჟამად სისტემაში ერთი დოლარი 2 ლარად და 97 თეთრად ივაჭრება.

ეს გამყარება ოფიციალურ კურსშიც აისახა. 4 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 3.12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 99 თეთრს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივნისში იყო.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.06 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 42 თეთრი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.

რა ამყარებს ლარს - გიორგი აბაშიშვილია დღეს ჩემი სტუმარი.