მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის და რა პერსპექტივა აქვს NFT-ს?

BM.GE
28.01.22 09:32
727
NFT - ინგლისურად ის Non-fungible token-ად იშიფრება და მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს მასზე ბევრს გაიგებდით და საქართველოშიც ძალიან ბევრი ადამიანია უკვე ამ რესურსის ათვისებით დაკავებული, მაინც რთული ასახსნელია რას წარმოადგენს NFT. 

NFT-ები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. ეთერიუმი ისეთივე კრიპტოვალუტაა, როგორიც ბიტკოინი ან DOGE კოინია, თუმცა მის ბლოკჩეინს NFT-ების მხარდაჭერაც აქვს, ანუ იქ შეგვიძლია დამატებითი ინფორმაციაც შევინახოთ, მაგალითად ისეთი, როგორიც ჭკვიანი კონტრაქტებია.

NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები, გიფები და პოსტებიც კი. თუმცა ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის და ამ შემთხვევაშიც საინტერესოა რამდენიმე გარემოება, მათ შორის ისიც, რომ გაჩნდა თაღლითური გვერდები რომლებიც მომხმარებელს პრობლემებს უქმნიან.

სტუმარი: ლევან მოლაშვილი - საქართველოს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;