მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ელით „აი დი ეს ბორჯომის“ თანამშრომლებს?

BM.GE
06.05.22 11:45
335
„აი დი ეს ბორჯომმა“ რეორგანიზაციის შედეგად ორივე ქარხნის 685 დასაქმებულიდან 49 ადამიანი გაათავისუფლა. საწარმოს გაჩერების შემდეგ დაწყებული რეორგანიზაციის გამო “აი დი ეს ბორჯომი საქართველოში” დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით პროფკავშირის თავმჯდომარემ, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანა. პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულ პირებს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადად 3 მაისი ჰქონდათ, ახალ პირობებზე ხელშეკრულების არმოწერის შემთხვევაში კი კომპანია რეორგანიზაციას დაიწყებდა. რამდენი ადამიანი დათანხმდა კომპანიასთან ახალი პირობებით თანამშრომლობას და ხომ არ დაიწყო კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი?

სტუმარი: გიორგი დიასამიძე - აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე;