მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებებს ველოდებით კრიპტო ბირჟებზე?

BM.GE
10.01.23 10:24
236
საერთაშორისო კრიპტო ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 3%-ით, 849-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასმა 1.5%-ით მოიმატა და 17,200 დოლარს მიაღწია, კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი ამჟამად 331 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

რაც შეეხება რიგით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი 3.8%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,300 დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ეთერიუმს კაპიტალიზაცია $160 მილიარდის ფარგლებშია. 

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, აშშ-ში უმუშევრობის დონე იკლებს და ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად მცირდება, რაც იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ფედერალური რეზერვი მოსალოდნელზე უფრო მალე გადაერთვება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე. 

FED-ის გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს გლობალურ საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა სარისკო აქტივების გაუფასურებას უწყობს წელს; შემცირება კი - პირიქით. მიმდინარე ფასებთან ერთად 2023 წელი საინტერესო წელი იქნება იმ მხრივაც რომ მსხვილი კრიპტობირჟები გასულ წელს საკმაოდ კრიზისულად დაემშვიდობნენ. რას ველით წელს? 

სტუმარი: ლუკა ლომსაძე - MyCoins-ის კომერციული დირექტორი;