მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დააჩქარებს ელექტროსადგურების მშენებლობას – კანონპროექტის განხილვები

BM.GE
22.10.19 23:52
739
ენერგეტიკის სექტორი ყურადღების ცენტრში, ბოლო დღეების საპარლამენტო ცხოვრებაშიც მოექცა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ის კანონპროექტი განიხილა, რომელიც ჰიდრო, მზისა და ქარის ენერგიების ათვისების ხელშეწყობისთვის ეკონომიკის სამინისტრომ დაწერა. აღმოჩნდა, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპები არ მოსწონს. ამის მიზეზებზე საკომიტეტო განხილვებზე ბევრი არაფერი თქმულა, დეპუტატები და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ძირითადად იმაზე მსჯელობდნენ, რა ჩაწერონ ახალ კანონში ისეთი, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები გაიზარდოს.