მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაემართა კომუნალურ ტარიფებს?

BM.GE
12.01.22 09:45
491
საახალწლო დღეები დედაქალაქის მაცხოვრებლებისათვის კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებული გაუგებრობებით დაიწყო. 

დუბლირებული ქვითრები, განსხვავებული ანგარიშები და სემეკის განმარტება - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ წლის დასაწყისშივე გაავრცელა განცხადება, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და არც იგეგმება. 

საქმე იმაშია, რომ ტარიფები წელს მარეგულიებელს ნამდვილად არ შეუცვლია. ტარიფი 2021 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა, თუმცა მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი ერთი წლით დაასუბსიდირა და მომატებული ხარჯი ბიუჯეტიდან დაფარა, შესაბამისად გაზრდილი ტარიფი მომხმარებელმა ახლა იგრძნო. რაც შეხება დუბლირებულ ქვითრებს, ამასაც თავისი ახსნა აქვს 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედა და კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულებას თვის ჩახურვასთან დაკავშირებით აბონენტებისათვის აუხსნელი ორჯერადი ქვითრები მოჰყვა. 

სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკ-ის თავმჯდომარე;