მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეღირება ხორბალი?

BM.GE
21.09.21 13:42
445
საქართველოში, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3.6 მლნ აშშ დოლარის ფქვილის იმპორტი განხორციელდა. რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, იმავე პერიოდში 2020 წელს ფქვილის იმპორტის ღირებულება 2.1 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა. წელს ფქვილის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა 3.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასე გამოიყურება:
თურქეთი - 63.3 ათასი აშშ დოლარი
იტალია - 62 ათასი აშშ დოლარი
ლიეტუვა - 40.6 ათასი აშშ დოლარი
ავსტრია - 28.7 ათასი აშშ დოლარი
საფრანგეთი - 12.7 ათასი აშშ დოლარი
ძალიან მცირე მოცულობებით ხორბლის ფქვილის იმპორტი განხორციელდა გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და ნიგერიიდან. ფქვილის იმპორტის მოცულობის ზრდა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ხორბალზე მცურავ საბაჟო გადასახადს უკავშირდება, რაც არ ეხება ფქვილს. შედეგად, 1 ტონა ფქვილის იმპორტი ხორბლის იმპორტზე დაახლოებით 50 დოლარით ნაკლები ღირს.
22 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი ერთ ტონაზე არსებული 52,5 დოლარიდან 50,9 დოლარამდე მცირდება. ქერზე გადასახადი, ტონაზე - 33,1-დან 31 დოლარამდე შემცირდება, ხოლო სიმინდზე - 49-დან 47,8 დოლარამდე.

სტუმარი: ქეთევან კუბლაშვილი - ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი;