30.დეკემბერი .2021 09:31

რა ელის კომერციული უძრავი ქონების ბაზარს? - თიბისი კაპიტალის კვლევა

164
უკან

თიბისი კაპიტალის ამ წლის ერთ ერთი ბოლო სექტორალური მიმოხილვის მიხედვით, რომელიც უძრავი ქონების ბაზარს ეძღვნება, 2021 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, თბილისის სთრით რიტეილში საშუალო შეწონილი იჯარა 2019 წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით ნაკლები იყო. 

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ვაკანტურობის მაჩვენებელი თბილისის სავაჭრო ცენტრებში სტაბილურ ნიშნულზე დარჩა. 2022 წელს ვაკანტურობის მხოლოდ მცირედით გაზრდა და შემდეგ მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი. 

სტუმარი: ირინა კვახაძე - "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი;