მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ელის ლარს?

BM.GE
03.06.22 09:44
461
მას შემდეგ რაც აპრილის აუქციონის გარეშე სავალუტო ინტერვენციების სტატისტიკა გახდა ხელმისაწვდომი, გამოიკვეთა რომ აპრილში დოლარის შესყიდვის მიმართულებით მცირე ინტერვენციებს ასევე ჰქონდა ადგილი. მაისის შესაბამისი მაჩვენებლები ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. 

ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას, გაუმჯობესებული მოლოდინების გამო, დეპოზიტების მზარდმა ლარიზაციამაც შეუწყო ხელი შედეგად, ლარის დეპოზიტებზე წინა თვეებში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, მართალია მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა სესხების მხრივ, ასევე მცირედი თუმცა უკვე ზრდა დაფიქსირდა, რაც დაკრეტიტების კომპოზიციაში სამომხმარებლო სესხების წილის ზრდის შედეგს წარმოადგენს - აღნიშნავს თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტის ბოლო განახლებაში. 

მათივე მოლოდინით საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის და განსაკუთრებით მომავალ წელს, ლარის განაკვეთების უფრო მეტი შემცირებაა მოსალოდნელი. 

სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისის მთავარი ეკონომისტი;