მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააკეთა საბანკო სექტორმა ქალთა გაძლიერების მიმართულებით?

BM.GE
10.07.20 09:34
819
გაეროს ქალთა გძლიერების 5 და 6 პრინციპების თანახმად, მნიშვნელოვანია საწარმოს განვითარება, მიწოდების ჯაჭვები და მარკეტინგის პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას. ასევე გასათვალისწინებელია თანასწორობის ხელშეწყობა სათემო ინიციატივებისა და ადვოკატირების მეშვეობით. ანუ კომპანიებმა თავიანთი გამოცდილება, წარმატება და ცოდნა ფართო საზოგადოებას უნდა გაუზიარონ და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება ითავონ. ეს მეთოდები პრაქტიკაში უკვე აქვთ განხორციელებული გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ: საქარველოს ბანკსა და ტერა ბანკს, რომლებიც სხვადასხვა პროექტებისა თუ ინიციატივების დახმარებით, მუდმივად ზრუნავენ ქალთა განვითარებაზე და გაძლიერებაზე. როგორ ეხმარება საბანკო სექტორი ქალ მეწარმეებს?