07.სექტემბერი .2020 11:13

რა გამოწვევბი აქვს სოფლის მეურნეობას? - დეტალებით რუსუდან გიგაშვილი საქმიან დილაში

414
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აგრარული სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა დასრულდა. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, კვლევა ხაზს უსვამს აგრარულ სექტორში არსებული მეურნეობების გამსხვილებისა და მასშტაბური მეურნეობების შექმნის აუცილებლობას. აგრარული სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ყველაზე მთავარი მიწის ფრაგმენტაციისა და აღრიცხვის საკითხია, რაც ხელს უშლის ქვეყანაში არსებული მიწის რესურსის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნას და შესაბამისად მიწის გამოყენებას.

სტუმარი: რუსუდან გიგაშვილი - "მომავლის ფერმერი", ხელმძღვანელი