მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვს ენერგეტიკას? - გია არაბიძე საქმიან დილაში

BM.GE
17.10.19 10:41
1089
ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 3“, რომლის მშენებლობის დაწყებასაც პანკისში დაპირისპირება მოჰყვა, შესაძლოა, სხვა ადგილზე აშენდეს. მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ ადგილობრივების 90% ის თანხმობას ვერ მოიპოვებენ, მაშინ დღის წესრიგში არსებული გეგმის ცვლილება დადგება. სულ რამდენიმე წღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება. ასეთი მაგალითების და პრეცედენტების შემდეგ რის მიხედვით დაითვალეს სამინისტროში ეს კონკრეტული რიცხვი საინტერესოა.

ეჭვების მიზეზი ისიც არის, რომ იმედია ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილი ჰიდროპროექტები დღეს ამა თუ იმ ეტაპზე შეფერხებული თუ არა გაწელილია. არადა თითქოს ბოლო განახლებული სტატისტიკის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ენერგეტიკის სექტორი ლიდერ პოზიციაზეა. სად ვართ დღეს? და რა გვჭირდება იმისთვის რომ მსხვილი ენერგიპროექტები განხორციელდეს?


სტუმარი: გია არაბიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი