მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები აქვთ მეფრინველეობის პროდუქციის მწარმოებლებს?

BM.GE
11.10.22 13:09
211
მეფრინველეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები ქათმის იმპორტირებული საკვების გაძვირებაზე საუბრობენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასმა 15-20%-ით მოიმატა. მეფრინველეობის დარგი დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, რადგან წარმოებისთვის საჭირო საკვები, ხორბალი იქნება ეს თუ სიმინდი, სწორედ იქიდან შემოდის. რეგიონში არსებული კონფლიქტის გამო კი, ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირებულია. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 1.334 მლნ დოლარის ღირებულების კვერცხის ექსპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 851.6 ათას დოლარს ოდნავ აჭარბებდა. რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 3.1 მლნ დოლარის კვერცხი შემოვიდა, ხოლო შარშან 8 თვეში, საქართველომ 207.4 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.

რა ფასის შეთავაზება მოუწევთ ადგილობრივ კომპანიებს მომხმარებლებისთვის და რა გამოწვევების წინაშე დგანან მეფრინველეობის პროდუქტის მწარმოებლები?

სტუმარი: რევაზ ვაშაკიძე - "ჩირინას" დამფუძნებელი;