მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევები ექნება ტურიზმს წელს?-კახა სამყურაშვილი და თათია მამრიკიშვილი დეტალებით საქმიან დილაში

BM.GE
22.06.20 10:25
939
COVID-19-ის შედეგად მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა მინიმუმ 58%-ით შემცირდება 2020 წელს, რაც ინდუსტრიისთვის რეკორდული ვარდნაა. „ტურისტული ბუშტები“ - მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ქვეყნები ერთმანეთთან ეტაპობრივად ხსნიან საზღვრებს. პირველ ეტაპზე, საქართველოს ტურისტულ. ბუშტში ქვეყანათა მხოლოდ მცირე (ვიზიტორების 6%) რაოდენობა მოხვდება. საბაზისო სცენარით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები საქართველოში წლიურად 65%-ით შემცირდება და დაახლოებით იგივე დონის შემოსავლების კლებაა. მოსალოდნელი. ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი აჭარას, მცხეთა-მთიანეთს და თბილისს მიადგება. 2021 წელს გაჯანსაღების ტემპი Covid-19-ის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ასეთია Galt & Taggart-ის განახლებულ ანგარიში ნაწილი იმ მიგნებებისა რომელიც სააგენტომ მოამზადა. ძალიან საინტერესო ანალიზი და რიცხვები რაც ამ სფეროში და ამასთან დაკავშირებულ სექტორებში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზე პირდაპირ აისახება.