მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს ომს გლობალურ ინდექსებზე? - ნიკა მაზანაშვილი საქმიან დილაში

BM.GE
25.02.22 14:40
799
გუშინდელი მონაცემებით, მაშ შემდეგ რაც რუსეთმა შეიარაღებული ღია თავდასხმა დაიწყო უკრაინაზე, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა. ქვეყნის მთავარი Moex-ის ინდექსი დღეს 29%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

Gazprom-ის აქციები დღეს 41%-ით; Lukoil-ის 20%-ით; VTB-ის 35%-ით; Yandex-ის 26%-ით; Magnit-ის 30%-ით; Sberbank-ის 39%-ით დაეცა.

პარალელურად, ისტორიულ მინიმუმზეა რუსული რუბლის ღირებულება. ამ დროისთვის ერთი დოლარი 84 რუბლი ღირს, რაც 3%-იანი გაუფასურებაა.

ოქრო ბოლო ერთ წელში ყველაზე ძვირი ღირს - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აღმოსავლეთ ევროპაში კრიზისი, ხოლო ინვესტორებში რისკებთან დაკავშირებული სენტიმენტები გაამწვავა. შედეგად უნცია ოქროს ფასი, გასული წლის იანვართან შედარებით, 3.4%-ით 1 973 დოლარს აჭარბებს. ეს 2020 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

სტუმარი: ნიკა მაზანაშვილი - Galt&Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი;