მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვთ რუსებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE
26.09.22 09:33
367
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანას სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, ამასთან, იზრდება მოთხოვნა ავიაბილეთებსა და უცხოეთში უძრავ ქონებაზე. როგორც Forbes.ru წერს, მაგალითად, ბოლო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა,19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა. ჯერ ოფიციალური სტატისტიკა როგორ შიეცვალა ბაზარზე მოთხოვნა ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა თვალით რაც ჩრდილოელი მეზობელთან სახელეთო საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშრებით ჩანს, გარკვეული წარმოადგენების შესაძლებლობას იძლევა. 

ნეტგაზეთის ჟურნალისტები, რომლებიც საბაჟო-გამშვებ პუნქტთან „ყაზბეგი“ 23 სქტემბერს ჩავიდნენ, წერენ, რომ მარტივი დაკვირვებითაც ჩანს, რომ „ყაზბეგით“ საქართველოში, ძირითადად, კაცები შემოდიან. ისინი მოდიან ყველა შესაძლო საშუალებით: ფეხით, ველოსიპედებით, ავტომობილებით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით. განსაკუთებით თვალშისაცემია რუსეთიდან ველოსიპედით გადმოსულთა სიმრავლე. როგორც ისინი ამბობენ, ავტომობილით რუსეთის მხრიდან მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობი იწყება, შემდეგ კი გზა ველოსიპედით გააგრძელეს საქართველოს საზღვრისკენ. ამბობენ, რომ ჩქარობდნენ, რადგან, როგორც თავად აღნიშნავენ, რაც უფრო სწრაფად დატოვებენ რუსეთის ტერიტორიას, მით ნაკლებად დაემუქრებათ საფრთხე, საკუთარი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდნენ უკრაინაში, ფრონტის ხაზზე. 

სტუმარი: ვაჟა მებაღიშვილი - “ნოუბლ რიალ ისთეითის” დამფუძნებელი;