მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება დასაქმებულთა შრომის აღრიცხვის ვალდებულებას?

BM.GE
25.02.21 11:16
558
1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ახალი ბიუროკრატიული ვალდებულების შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. იმ ფონზე რომ ქვეყანაში უმუშევრობაკრიტიკულად არის გაზრდილი და დასაქმების შესაძლებლობები კრიტიკულად შემცირებული - მთავრობამ დამსაქმებლებს მათივე ციტატა რომ გამოვიყენოთ ახალი ბუღალტერია აჰკიდა. ახალ ვალდებულებებში ცხადია მხოლოდ დამატებითი საქმე არ იგულისხმება, ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი ყველა იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რასაც მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს გარდაუვლად სჭირდება.

სტუმარი : ნიკა ნანუაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, იურიდიული დირექტორი