მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება HACCP-ის სტანდარტის ამოქმედებას?

BM.GE
15.02.23 10:20
209
გააძვირებს თუ არა ისედაც გაძვირებულ პროდუქტს ე.წ ჰაპის სტანდარტი რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით მიუხედავად არაერთხელ გამართული მსჯელობისა და მისი ხარჯიანობიდან გამომდინარე ბიზნესების შეფასებისა გადავადება როგორც ჩანს დღის წესრიგში არ არის. კერძო სექტორი ამ თემაზე აქტიურად ალაპარაკდა.

HACCP-ის, იგივე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის სისტემა, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. სისტემის პირველი ეტაპი 2021 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდა. რეფორმის შემდგომი ეტაპი კი წესით 2023 წლის 1-ელ ივნისს უნდა ამოქმედდეს.

გასულ წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ჰქონდა ინიციატივა, HACCP-ის, იგივე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის სისტემის, ბოლო ეტაპის დანერგვის 2 წლით გადავადებასთან დაკავშირებით. სააგენტო მიიჩნევდა, რომ მიუხედავად გონივრული ვადის მიცემისა, ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ობიექტების უმეტესობა ჯერ ისევ არაა მზად ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად. რომ HACCP-ის სისტემის ბოლო ეტაპი შეეხება აბსოლუტურად ყველა ტიპის ბიზნესოპერატორს, რომელიც ცხოველურ სურსათს ნებისმიერი ფორმით გადაამუშავებს ან აწარმოებს.

ბოლო ინფორმაცია კი რაც სესიგან ხელმისაწვდომია, სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს 2023 წლის 1 ივნისამდე ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათი ცნობით, HACCP-ის სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას, ასევე რისკების პრევენციის შედეგად ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. 

სტუმრები: მიხეილ ფარულავა - “ჯორჯიან ბეიკერის” დამფუძნებელი;