მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე

BM.GE
22.02.22 14:32
698
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „უზრუნველყონ მშვიდობა“. ეს ამბავი 21 თებერვლით თარიღდება, გუშინდელია, მაგრამ დიდწილად განსაზღვრავს მომავალს, არამარტო უკრაინის, ან საქართველოს, საუბარია მსოფლიოს მომავალზე. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პროგნოზირებადს და სამარცხვინოს უწოდებს, სხვა მნიშვნელოვან გავლენებთან ერთად, მძიმე სავაჭრო ეკონომიკური შედეგებიც ექნება, მაშ შორის ჩვენთვის. როგორ გამოიყურებოდა საქართველო უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები: 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და $307 მილიონი დოლარი გახდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე 15.6%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 451 მილიონი დოლარი გახდა. უკრაინიდან იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $600 მილიონს შეადგენდა. მთლიანობაში უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება უკრაინასთან სხვა ეკონომიკურ კავშირებს, ფულადი გზავნილების სახით 2021 წელს $92.7 მილიონი გადმოირიცხა, რითიც უკრაინამ რიგით მერვე ადგილი დაიკავა. 2021 წლის 9 თვეში საქართველოში უკრაინიდან $6.4 მილიონის FDI შემოვიდა, რითიც ტოპათეულს მიღმა იყო, ხოლო ვიზიტორების რაოდენობით, უკრაინამ გასულ წელს მეხუთე ადგილი დაიკავა, რადგანაც ქვეყანას 144,900 უკრაინელი ვიზიტორი სტუმრობდა. ეს მთლიანად ვიზიტორთა ნაკადის 8.4% იყო. 

საერთაშორისო გამოხმაურებაზეც ვთქვათ, რომელიც უხვად იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. "პრეზიდენტ პუტინის ქმედება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათი განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულება კრძალავს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში?

სტუმარი: ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში;