მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება უკრაინაში ომს საქართველოზე?

BM.GE
23.02.22 10:56
639
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ორი რეგიონის - ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობას აღიარებამ და შემდგომ აქ მშვიდობის დასამყარებლად განკარგულების გაცემამ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. შედეგად დღეისათვის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე შეიძლება ითქვას, რომ პიკს აღწევს. 

თუკი დიპლომატია საბოლოოდ ვერ იმუშავებს, ამ ომს უმძიმესი შედეგები ბევრი მიმართულებით მოჰყვება და ერთ-ერთი ცხადია იქნება ეკონომიკურიც. ომის შემთხვევაში, ეკონომისტები საკმაოდ მძიმე გრძელვადიან შედეგებს პროგნოზირებენ და მათ შორის - საქართველოსთან მიმართებითაც.

რა წილი აქვს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში უკრაინას და რა შეიძლება იყოს დანაკარგები?