მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს “ევრო კრედიტს” 2022-ში?

BM.GE
17.02.22 10:46
507
2021 წლის მე-4 კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების წმინდა მოგებამ 97.8 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს თითქმის 20 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით (78,769 მლნ ლარი), წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 52,6 მლნ ლარით (45,127 მლნ ლარი). (116.7%) 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალი სექტორმა 97 825 144 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 108 435 014 ლარი შეადგინა. 

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, 1.634 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, მთლიანი კაპიტალი კი 570.9 მლნ ლარი. 

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალში მისო-ების საპროცენტო შემოსავალმა 324 463 284 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 290 866 335 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 8 426 046 მლნ ლარი შეადგინა. 

საანგარიშო პერიოდში მისო-ების არასაპროცენტო შემოსავლებმა 48 924 452 ლარი შეადგინა, აქედან საკომისიო და გაწეული მომსახურებიდან 50 639 651 ლარი. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მე-4 კვარტალში ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. 38 დან ერთ ერთის შედეგებზე დეტალურად უნდა ვისაუბროთ.

სტუმარი: მიხეილ ნონიკაშვილი - "ევროკრედიტის" აღმასრულებელი დირექტორი;