მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ელექტროსკუტერის გაზიარება?

BM.GE
29.04.20 10:02
1637
ელექტროსკუტერების გამოყენება გახდა ხელმისაწვდომი. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, ელექტროსკუტერების ახალი პროექტიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია "სქროლმა" ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი მსოფლიოს უკვე 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი. რა დაგვიჯდება ეკო მეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება და როგორ მუშაობს ეს ინდუსტრია ევროპის ქვეყნებში?