მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს საახალწლო აქსესუარები?

BM.GE
14.12.22 09:29
387
ნაძვის ხეებზე და საახალწლო აქსესუარებზე ფასები მცირედით გაიზარდა. კორექტირებულ ფასებს ბიზნესი გაძვირებული ლოგისტიკით და მომატებული მოთხოვნით ხსნის. მაგალითად ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში მიუხედავად ძველი ფასების შენარჩუნების მცდელობისა, 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 10%-ითაა გაზრდილი. თუ შარშან ნაძვის ხის ერთი მოდელი 630 ლარი ღირდა, ახლა 700 ლარი ღირს.