მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს თხილი ქართულ ბაზარზე?

BM.GE
08.06.22 11:13
2732
2021 წელს საქართველომ 118 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 25 ათასი ტონა თხილი გაიტანა ექსპორტზე. თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ წელს დაახლოებით 60 000 ტონა გაუტეხავ თხილს ელოდებიან. რაც გასულ წელთან შედარებით მოსავალი 5-10%-ით ნაკლები იქნება, თუმცა ამის მიუხედავად, სეზონი ჩავლას დადებითად პროგნოზირებენ. 

გასულ კვირას, ​​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა. რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ მეთხილე ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს. გიორგი ხანიშვილი ვარაუდობს, რომ წლევანდელი მოსავალი მაღალი ხარისხის და უხვ მოსავლიანი იქნება.

რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც თხილის მწარმოებლებს აქვთ და როგორია მათი პროგნოზები სეზონთან დაკავშრებით?

სტუმარი: ლევან ქარდავა - თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი;