მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვიჯდება და რამდენ ადამიანს ასაქმებს ივანიშვილის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“?

BM.GE
23.11.20 18:26
823
2020 წლის განმავლობაში Black Sea Arena-მ სახელმწიფოსგან 24.8 მილიონი ლარის მიწები და შენობა-ნაგებობები მიიღო - BM.GE-ის ანალიტიკოსმა შოთა ტყეშელაშვილმა კომპანიის ფინანსური ანგარიში შეისწავლა, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წელს სახელმწიფომ დარბაზს სუბსიდიის სახით 10 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა, რაც 2018 წლის სუბსიდიაზე თითქმის 3 მილიონი ლარით მეტი იყო. ანგარიში იმასაც აჩვენებს, რომ 2019 წელი დარბაზმა 2 მილიონ 200 ათასი ლარის ზარალით დაასრულა. Black Sea Arena-სთვის ზარალიანი იყო 2018 წელიც, რაც დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს ის "ბლექ სი არენაა", რომლის აშენებაზეც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა 115 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა და 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. თუმცა, წელს დარბაზში ღონისძიებები არ ჩატარდება და ისინი 2021 წლისთვის გადაიწევს.