მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით?

BM.GE
18.01.22 09:39
906
2022 წლის 1 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც 1994 წლის შემდეგ პირველად განახლდა და ფაქტობრივად შეიცვალა. ახალი კანონი სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა დაფუძნების, რეგისტრაციის საკითხებსა და პროცედურებს მოაწესრიგებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიქმნა ერთიანი ელექტრონული პორტალიც. 

ახალი რეგულაციებით, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტებს განესაზღვრათ 2 წლის ვადა სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად. სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 წლის განმავლობაში მათთვის სასურველ დროს მიმართონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ. 

გარდა მსგავსი დეტალების ასრულად ახლებურად რეგულირდება რიგი საკითხები და ცვლილებები ეხება ყველა ტიპის ბიზნესს უკვე მოქმედს, მომავალში ასამოქმედებელს, ადგილობრივს თუ საერთაშორისო ინვესტციით განხორციელებულს.

სტუმარი: გიორგი სვანიძე - MG Law-ის პარტნიორი და სავაჭრო პალატის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე;