14.მაისი .2020 18:30

რა იცვლება შრომის კოდექსით? - ბიზნესის და კანონმდებლების პოზიციები

471
უკან

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტშია. კანონპროექტების პაკეტმა გასულ წელს ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა, მას შემდეგ, შინაარსი გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები რჩება. დოკუმენტის მიხედვით, ნორმირებულ სამუშაო დრო კვირის განმავლობაში არის 40 საათი. ზეგანაკვეთური შრომა კი შესაბამისი ფორმულით უნდა ანაზღაურდეს, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური საათების გასამრჯელო ნორმირებული სამუშაოსთვის გადახდილი თანხის მინიმუმ 125% უნდა იყოს. რაც შეეხება კანონის აღსრულებას, ამას შრომის ინსპქცია, მისი გაფართოებული მანდატით უზრუნველყოფს.