მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კავშირშია ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს პოტენციურ ინვესტორის "დაკარგვასთან"

BM.GE
05.12.19 18:45
856
"საპარტნიორო ფონდის" კუთვნილი რესპუბლიკური საავადმყოფო რომ "ტიკარაძის რეფორმას" იწონებს, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოს ადმინიტრაციამ ფეისბუქ პოსტით გვამცნო. განცხადებაში ეწერა, რომ ახალი ტარიფები „მოგების მაღალი მარჟის ნაცვლად, ბენეფიციართა კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული”. Bm.ge დაინტერესდა იმ ფონზე, როცა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით დამტკცებულ 520-ე დადგენილებას, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა, საჯაროდ 30-ზე მეტი კლინიკა და არაერთი ექიმი აკრიტიკებს, როგორ და რატომ დაიმსახურა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოწონება?