მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ ტექნიკის მაღაზიებს?

BM.GE
11.05.20 14:22
870
დღეიდან, კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც გადაადგილების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას ეხება, იხსნება. კერძოდ, დღეს გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. „შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ამასთან, დღეიდან სრულად იხსნება თბილისში მიმოსვლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი. არსებული გეგმის მიხედვით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული.

სტუმარი: გიორგი ჭედია - გრანდ ელექტრონიქსის კომერციული დირექტორი