მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოტენციალი აქვს საქართველოში ფისტას წარმოებას?

BM.GE
28.04.21 09:51
626
მსოფლიოში ფისტას წარმოება რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, მასზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, წამყვანი ქვეყნები კი წარმოებას აფართოვებენ. 2020/21 წლების სეზონზე, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, მსოფლიოში ფისტას წარმოება რეკორდულ, 1 მლნ ტონას უახლოვდება. წინა სეზონთან შედარებით, წარმოება 40%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში ფისტის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. კერძოდ, საქართველოში უკვე დაფუძნებულია ფისტის ასოციაცია და გაშენებულია ბაღები, რომელთა ფართობი იზრდება.