უკვე რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო შეიქმნა, ისიც - შესაბამისი კანონის მიღებიდან ნახევარი წლის შემდეგ. უწყება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მუშაობს. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის განსაზღვრა და პროექტების თანადაფინანსების რისკის შეფასებაა. ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა პროექტებზე მუშაობს პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული სიპი. როგორც აღმოჩნდა, ეს უცნობია არა მხოლოდ მედიის, არამედ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.