მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს გალიფ ოზთურქი ბათუმში და რატომ დააკავეს?

BM.GE
13.06.22 10:32
728
8 წლიანი ბიზნეს მოღვაწეობის შემდეგ 31 მაისს ბათუმში უმსხვილესი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს. გამოძიება მას ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებს და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვას ედავება. 

ბიზნესმენი საქართველოში 2014 წლიდან ცხოვრობს, 2015 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეა. ბოლო 7 წლის განმავლობაში მის მიერ დაარსებული კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარი, დასაქმებულთა რაოდენობა კი ბათუმში 4 ათასს აღწევს. 

ამ მასშტაბის საქმიანობის ფონზე გალიფ ოზთურქი მედიასთან არც ისე ხშირად ჩნდებოდა და როცა ჩნდებოდა ეს იყო მთავრობის წევრებთან ერთად და არა უშუალოდ მედიასთან სასაუბროდ. შესაბამისად მის პრივილეგიებზე, მთავრობასთან ახლობლობაზე, ბათუმში იმპერიის მშენებლობაზე, მათ შორის ბოლო თვეებში უკანონო მშენებლობაზე, 105 შვილის ოცნებაზე და იმაზეც, რომ ის თურქეთში მკვლელობის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მისჯილი იყო, არაერთი ამბავი იწერებოდა და იწერება დღესაც.