მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის ლურჯი მოცვი გავა ექსპორტზე?

BM.GE
01.06.23 08:46
186
საქართველოში მოცვის მოსავლის აღება ივნისიდან იწყება და მოცვის მწარმოებლებიც სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ბიზნესები პროდუქტს ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაშიც გაიტანენ. თუმცა, როგორც გასულ წლებში ძირითად საექსპორტო ბაზრად მალფუჭებადი პროდუქციის ფონზე გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, კვლავ რუსეთი რჩება. ბაზრების დივერსიფიკაციაზე საუბრისას ევროპაში საჰაერო გადაზიდვებზე არსებული მაღალი გადასახადის პრობლემაც დგება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. რაც შეეხება ადგილობრივ და საექსპორტო ლურჯი მოცვის ფასებს, კომპანიებს ამ ეტაპზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირთ და ზუსტი პასუხის გაცემას მოსავლის აღების შემდგომ შეძლებენ.