მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი სჭირდება ქვეყანას ყოველდღიურად?

BM.GE
25.10.21 14:26
624
2021 წლის 9 თვეში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან სამედიცინო ჟანგბადის შეძენაში თითქმის 60-ჯერ მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე 2020-ში, იქამდე სანამ ქვეყანაში კორონავირუსის მასობრივი გავრცელება დაიწყებოდა. ქვეყანაში არსებულ კლინიკებში ჟანგბადის მცირე საწარმოების მოწყობა კი მოხდა, თუმცა ფაქტია, რომ ინფიცირების პიკის დროს ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ აკმყოფილებს, ამიტომ ერთდერთი გამოსავალი ჟანგბადის იმპორტია, რომელიც მეოთხე ტალღის დროს, მეზობელ ქვეყნებში გაუარესებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა კიდეც. როგორ ვხვდებით მეხუთე ტალღას, რა რაოდენობის ჟანგბადი იწარმოება ყოველდღიურად კლინიკებში და რა ძირითად შეცდომებს ასახელებს კერძო სექტორი, რომელიც მთავრობამ წესით მიმდინარე ტალღის დროს აღარ უნდა გაიმეოროს?