მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებია საპენსიო მომსახურების რამდენიმე ბანკზე გადანაწილებაში?

BM.GE
29.07.21 09:01
720
ვინ და რა პირობებით გააგრძელებს 200 000-მდე ადამიანის შეუფერხებელ საპენსიო უზრუნველყოფას ჯერ უცნობია. სახელმწიფოსა და საპენსიო გასაცემლების ტენდერში გამარჯვეულ ლიბერთი ბანკთან ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ბოლოს გადის, თუმცა პრემიერის აპარატთან უკვე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ახალ სატენდერო პირობებს შეიმუშავებს. ლიბერთი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების გადახედვის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკოსების მხრიდან გახშირდა ლიბერთი ბანკის საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კრიტიკა. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ აქამდე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ არცერთ ტენდერში ლიბერთი ბანკის გარდა სხვა კომერციულ ბანკს მონაწილეობა არ მიუღია.ჯამში ქვეყანაში 1300-ზე მეტი სოფელია ისეთი, სადაც არცერთი ბანკის სერვის ცენტრი, ბანკომატი ან საზოგადოებრივი ცენტრი არ ფუნქციონირებს. იმისთვის, რომ ამ სოფლების 200 000-მდე მცოხვრებმა საპენსიო მომსახურება მიიღოს, კომერციული ბანკისგან დამატებით რესურსს საჭიროებს. ვის აღმოაჩნდება ეს რესურსი და რამდენად რეალურია მოქალაქეებს პენსიით უზრუნვეყოფის პრობლემა შეექმნას?