მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს შეიცავს ყანაში მცენარეული ნარჩენის დაწვა?

BM.GE
20.07.22 10:19
355
ფერმერებმა ხორბლის და ქერის მოსავალი აიღეს. ალაგ ალაგ ცეცხლიც გააჩაღეს, მიზეზი მარცვლეულის ყანების მცენარეული ნარჩენებისგან "გასუფთავებაა”. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწებზე ცეცხლი არ გააჩინონ. მცენარეთა ნარჩენების დაწვა კანონის დასჯარი ქმედებაა და კანონდამრღვევი 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმით ისჯება. 

ფერმერების ნაწილი ჩვევაზე უარს რამდენიმე მიზეზით არ ამბობს. მინდვრებში გაჩენილი ხანძარი ნაწილისთვის სერიოზულ რისკად და პრობლემად იქცევა. ნადგურდება მიწის ნაყოფიერი ფენა და დიდია იმის ალბათობა რომ ცეცლის წამკიდებელმა ალი ევრ დაიმორჩილოს და სხვისი ბაღები თუ მდელოები გადაიწვას. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა რომელიც ერთ სეზონზე დაზოგილ ფინანსებს და გრძელ ვადაში სერიოზულ რისკებს შეიცავს? 

სტუმრები: ლევან სუმბაძე - ფერმერი;
რატი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;