მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სჭირდება ავიაციის სექტორს კორონავირუსის კრიზისის პერიოდში?

BM.GE
08.05.20 18:32
952
ადგილობრივი ტურიზმისთვის ქვეყანა 15 ივნისიდან, საერთაშორისო ტურიზმისთვის კი 1 ივლისიდან გაიხსნება, რაც დროში ცის გახსნას უნდა დაემთხვეს. თუმცა, გეგმაში, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ავიაციაზე პრაქტიკულად არაფერი თქმულა.

ტურიზმის დახმარების 200-მილიონიანი პაკეტი ასე ნაწილდება: ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება - 45 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);

ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) - 90 მილიონი ლარი (რომელსაც არ გადაიხდიან ბიზნესები);

სასტუმროების სესხების სუბსიდირება - 60 მილიონი ლარი (3000 სასტუმროსთვის);

ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა - 5 მილიონი ლარი.

სად მოიაზრება ამ პაკეტში ავიაცია? - ამ კითხვაზე მთავრობას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.