04.მარტი .2021 09:28

რა შეცვალა ეკონომიკის გახსნამ ონლაინ ვაჭრობაში?

უკან

2021 წელს იკომერსი ეკონომიკის გახსნის პარალელურად განვითარებას განაგრძობს, თუმცა იანვართან შედარებით თებერვალში მოთხოვნაზე 30%-იანი კლება მაინც ფიქსირდება, რასაც ელექტრონული კომერციის ასოციაციაში სავაჭრო ობიექტების გახსნას უკავშირებენ. თუმცა ბიზნესების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად ამჟამინდელი კლებისა ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნის მზარდი დინამიკა მიმდინარე წელსაც უცვლელად გაგრძელდება.