მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცვალა სუბსიდირებამ უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE
22.10.20 11:25
859
“თიბისი კაპიტალის“ ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში ახალგაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა გრძელდება, სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კი კლებას განაგრძობს.

მათი მონაცემებით, 1-13 ოქტომბრის პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა წლიურად 37%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილს, 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში მათი რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 1-8 ოქტომბრის კვირაში თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციები 2%-ით შემცირდა.

სტუმრები: ტარიელ გაბუნია - კომპანია „სიმეტრია“ გენერალური დირექტორი;
ბესო ორთოიძე - კომპანია „არსი“ გენერალური დირექტორი