მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მშობლის არასწორმა ურთიერთობამ შვილთან? - მარინა კაჭარავა ქალების ნარატივში

BM.GE
06.05.21 12:05
655

„ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილისადმი პატივისცემა და აღიარება თავისთავად იგულისხმება - არაფერი არ იგულისხმება" - ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის დამფუძნებელი მარინა კაჭარავა „ქალების ნარატივში“

 

-პანდემიამ როგორ იმოქმედა დამოკიდებულებების მქონე პირებზე? 

-პანდემიამ მათ შორის, რიგი პრობლემებიც დაამუხრუჭა. ვერ ვიტყვი, რომ ნარკომომხმარებლობა შეჩერდა, მაინც ახერხებენ ე.წ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებას, მაგრამ, მაგალითად, თამაშთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, რჩება მხოლოდ ონლაინ სივრცე, ისიც შეიძლება ბოლომდე ვერ აითვისონ. თუმცა პანდემიამ ასევე მოიტანა ე.წ კოვიდდეპრესია, რომელიც ფონად მისდევს, იკვეთება ეგზისტენციალური პრობლემები.

 

-როგორ უნდა დავიცვათ თავი ნეგატივისგან?

-პიროვნული საზღვრები პიროვნებას საკუთარი თავის შემეცნებას, მოწესრიგებას ასწავლის. ვინც საკუთარ თავს ვერ იღებს, ის ვერ იღებს სამყაროს.დამოკიდებულებების მქონე ადამინებთან დაკავშირებით კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ჩვენ გვჭირს, რომ თუნდაც, საჭმლისგან შევიკავოთ თავი, ათასჯერ და ათიათასჯერ გამწვავებულია ეს გრძნობა სხვადასხვა დამოკიდებულებების მქონე ადამიანებში. 

 

-ეს პროფესია როდის აირჩიეთ?

-აღმოვაჩინე, რომ მაქვს მიდრეკილება ანალიზის, კავშირების, მიზეზებისა და შედეგების კვლევის მიმართ. ეს ბავშვობიდან გამოიხატებოდა. საქმისადმი დამოკიდებულება კი აისახება თუნდაც დაღლის ასპექტში. პროფესიული “burn out” უფრო ემართებათ მათ, ვისაც თავისი საქმე არ მოსწონს, ან ფიქრობს, რომ იქ არ არის სადაც უნდა იყოს, თუნდაც ისე არ ექცევიან, როგორც იმსახურებს.  

 

-თქვენთვის რა არის თქვენი პროფესიის მთავარი ღირებულება?

-პროცესი, რომელიც არ მთავრდება და რომელიც გაცნობიერდება „აქ და ამჟამად „ მომენტში. ზოგადად, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს აქვს სამი კოორდინატი - მე აქ და ამჟამად. შესაბამისად, დღეს უნდა იცხოვრო მთელი სისავსით, ხვალ რა იქნება არ ვიცით. წარსულის მიმართ კი სწორი დამოკიდებულებას ის, რომ ხან გავიმარჯვე, ხან კი გამოცდილება მივიღე. მომავლისადმი კი პოზიტიური განხილვა, თუმცა  „რაც ხვალ იქნება, იმას ხვალ გადავწყვეტ“ პრინციპით.

 

-გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე, სად ახერხებთ განტვვირთვას?

-მიყვარს მუსიკა, განსაკუთრებით - ჯაზი, ასევე მხატვრობა, ცურვა.   

 

-ვისაუბროთ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზეც; აკრძალვების მეთოდი ამართლებს?

 -ბავშვებს სჭირდებათ პატივისცემა და გათვალისწინება.  შეიძლება ადამიანმა სასჯელი მიიღოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ღირსეული, მასთან შეთანხმებული. არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. თორემ აკრძალვებით იზრდება ადამიანი; ეს თავისუფლებას გვასწავლის, არჩევანის უფლებას გვაძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ მისი შვილისადმი პატივისცემა და აღიარება თავისთავად იგულისხმება - არაფერი არ იგულისხმება.  

აღვნიშნავ, რომ ცხოვრება ყოველთვის არ იძლევა საჩუქარს, თუმცა სიცოცხლე თავისთავად საჩუქარია. არის „ზეფირის“ ცნობილი ექსპერიმენტი; გადავადებული სიამოვნება უკავშირდება ქცევის კონტროლს, ნებისყოფის გამომუშავებას. როცა ბავშვი საჩუქარს იღებს ისტერიკისას, ის მათ აკავშირებს და მანიპულატორი ხდება.  

 

-ბავშვებზე მშობლების განწყობა აისახება?

-აისახება, ჯერ კიდევ მუცელში ყოფნიდან ესმის ბავშვს. აღსანიშნავია, რომ მძაფრი ემოციისას ან ფორსმაჟორში, ადამიანები იქცევიან მშობლებივით. 

 

-გაჯეტებთან ურთიერთობის  თვალსაზრისით როგორ მუშაობს აკრძალვები?

-ალბათ, უმჯობესია განისაზღვროს საათები. ასევე, აღვნიშნავ რეალობიდან გაქცევის საკითხს, ეს ხანდახან ისეთი აღმოჩნდება, რომ უკან მობრუნება ასე მარტივი აღარაა.

 







სტუმარი: მარინა კაჭარავა - ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის დამფუძნებელი.